ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-26

ესპანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“AEPD”) ბილბაოს კომერციული ბანკი (“BBVA”) მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევისთვის 200 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა


2024 წლის 12 ივნისს, ესპანეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“AEPD”) გამოქვეყნა გადაწყვეტილება[1], რომელიც შეეხება კომერციულ ბანკ „ბილბაოს“ (“Banco Bilbao Vizcaya Argentaria”) მიერ ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციით“ (“GDPR”) გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების სიზუსტის პრინციპის დარღვევას.[2]

განმცხადებელი, რომელიც „ბილბაოს“ ბენეფიციარია, აღნიშნავდა, რომ ბანკმა მისი გადახდისუნარიანობის შესახებ პერსონალური მონაცემი საკრედიტო საინფორმაციო სერვისების კომპანიას გადასცა. აღნიშნული განხორციელდა მონაცემთა სუბიექტის წინასწარი გაფრთხილების შესახებ დადგენილი წესის დარღვევით, ვინაიდან შეტყობინება არასწორ მისამართზე გაიგზავნა.

GDPR-ის 5(1)() მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების სიზუსტის პრინციპი მიხედვით, აუცილებელია, რომ შეგროვებული მონაცემები იყოს ზუსტი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, იგი უნდა განახლდეს. ასევე, სავალდებულოა გონივრული ზომის მიღება არაზუსტი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებლივ წაშლის ან შესწორების მიზნით. ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს განმარტებით, კომერციულმა ბანკმა სერიოზული ზიანი მიაყენა მონაცემთა სუბიექტს, რადგან მან ვერ მიიღო შეტყობინება გადახდისუნარიანობის საქმესთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ ბანკმა დაარღვია GDPR-ის 5(1)(დ) მუხლით გათვალისწინებული სიზუსტის პრინციპი, რისთვისაც მას დაეკისრა ჯარიმა 200 000 ევროს ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ჯარიმის ოდენობა 120 000 ევრომდე შემცირდა.

 

[2] <https://www.dataguidance.com/news/spain-aepd-fines-bbva-200000-violation-principle>. “GDPR”-ის 5(1) ()  მუხლის თანახმად, „პერსონალური მონაცემი უნდა იყოს ზუსტი და საჭიროებისამებრ განახლდეს. აუცილებელია ყველა გონივრული ზომის მიღება არაზუსტი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებლივ წასაშლელად ან შესასწორებლად, მათი დამუშავების მიზნების გათვალისწინებით“.

მსგავსი #Datanewsroom