ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-08-02

ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება საქმის განხილვის პროცესში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულების შესახებ


ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“AEPD”) გადაწყვეტილება[1] შეეხება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 58- მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, რაც გამოიხატა საქმის განხილვის პროცესში საზედამხედველო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის თავის არიდებაში.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მონაცემთა სუბიექტს სარეკლამო შეთავაზების მიზნით არაერთხელ დაუკავშირდა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, სატელეფონო კომპანია“Vodafone España, S.A.U”. მონაცემთა სუბიექტის მტკიცებით, მას არ ჰქონდა გაცხადებული თანხმობა სატელეფონო შეტყობინებების მიღების შესახებ. ხოლო დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სატელეფონო სარეკლამო შეთავაზების უშუალო განმახორციელებლები იყვნენ მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირები (შემდგომში ― “Vodafone”-ის პარტნიორები), რომლებსაც ჰქონდათ ვალდებულება, დაეცვათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო ორგანომ განსახილველად არ მიიღო საჩივრის ის ნაწილი, რომლის თანახმად, ვერ დგინდებოდა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ სატელეფონო ზარების განხორციელება. თუმცა, მან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვა მესამე მხარეების, კერძოდ, “Vodafone”-ის პარტნიორების მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაზიარება. მიუხედავად მოთხოვნისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა საზედამხედველო ორგანოს არ გადასცა მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 58- მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიმართ საკითხის შესწავლა დაიწყო. სატელეფონო კომპანიის განმარტების თანახმად, მას არ ჰქონდა საქმის გარემოებების შესწავლის პროცესში ხელის შეშლის განზრახვა. ამასთანავე, სატელეფონო შეტყობინებებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ აღნიშნული განხორციელდა არა “Vodafone”-ის, არამედ იმ პირების სახელით, რომლებთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში რეალურად აღარ იმყოფებოდა. თავის მხრივ ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სატელეფონო კომპანია“Vodafone España, S.A.U” დააჯარიმა 200 000 ევროს ოდენობით და აღნიშნა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირმა ინფორმაციის საზედამხედველო ორგანოსთვის მიუწოდებლობით ხელი შეუშალა საკითხის შესწავლას, რის შედეგადაც დაირღვა რეგულაციის 58- მუხლის პირველი პუნქტი.

 

Top of Form

Bottom of Form

 

 

 

[1] GDPRhub, AEPD (Spain),

<https://gdprhub.eu/index.php?title=AEPD_(Spain)_-_EXP202308186>, [24.07.2024].

 

მსგავსი #Datanewsroom