date

2025-02-06

გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაცია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ


გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ, 2024 წლის 16 დეკემბერს, გამოაქვეყნა რეკომენდაცია წყალმომარაგების კომპანიების მიმართ, რაც  წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების დასაშვებობას გულისხმობს.[1]

საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაცია დაეფუძნა მონაცემთა სუბიექტების არაერთ განცხადებას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის თაობაზე. მოქმედი წესის თანახმად, აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება კომპანიებს ევალებათ მომხმარებლის მოთხოვნის ან გარემოსდაცვითი რეგულაციების შესაძლო დარღვევის თავიდან ასაცილებლად, თუმცა საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაციით მსგავსი ინფორმაციის ყოველთვიურად გამოქვეყნება მონაცემთა გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს დაამკვიდრებს და  წყალმომარაგების კომპანიების მიმართ მოქალაქეთა ჭარბ მიმართვიანობას შეამცირებს.     

საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაციას მხოლოდ ორი კომპანია გამოეხმაურა და უზრუნველყვეს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, რაც მოიცავს მონაცემებს სამუშაოების დაწყების, შეჩერების დროისა და ტერიტორიული არეალების შესახებ, გარემოსდაცვითი ორგანოებისთვის საჯარო შეტყობინების შესახებ. კომპანიების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მითითებული ინფორმაციის გამოქვეყნება დაუშვებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუმცა, საზედამხედველო ორგანოს მითითებით, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაცია უპირობოდ, არ შეიძლება განხილულ იქნეს პირადი ხასიათის პერსონალურ მონაცემად.  

გაერთიანებული სამეფოს საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია გამოხატავს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რათა მომხმარებელს არ სჭირდებოდეს სატელეფონო ზარი ან ორგანოსთვის პერსონალურად მიმართვის სხვა საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის გადასამოწმებლად.   

 

 

[1] Water Companies asked to Publish Sewage Discharge Data, 16/12/2024, <https://ico.org.uk/about-the-ico/media-centre/news-and-blogs/2024/12/water-companies-asked-to-publish-sewage-discharge-data/> [28.01.2025].  

მსგავსი #Datanewsroom