date

2025-12-01

შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“PFPDT”) სახელმძღვანელო რეკომენდაცია „მზა ჩანაწერების“ (“Cookies”) შესახებ


შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო (PFPDT) „მზა ჩანაწერების“ (“Cookies”) განახლებული სახელმძღვანელო რეკომენდაციის[1] მიზანს 2025 წლის 22 იანვრის ტექსტის გამარტივება, შევსება და დაზუსტება წარმოადგენდა.

 

მთავარი ცვლილებები:

  1. პერსონალიზებული რეკლამები და თანხმობა

ზოგიერთი სახის „მზა ჩანაწერის“ გამოყენება, განსაკუთრებით რეკლამის კონკრეტულ პირებზე მორგების მიზნით უნდა ეფუძნებოდეს მომხმარებლების თანხმობას. ადმინისტრატორის მიერ მესამე მხარის “Cookies” ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების ვებგვერდზე ინტეგრირებისას აღნიშნულით ვიზიტორებს პერსონალური მონაცემების მოპოვების საშუალება ეძლევათ. შედეგად, მათ შეუძლიათ პროფაილინგის განხორციელება, რაც წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის პირადი მონაცემების უსაფრთხოების მნიშვნელოვან დარღვევას.

  1. ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები და მათთან დაკავშირებული რისკები

განახლებულ სახელმძღვანელოში დასახელდა ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული რისკები. ერთი მხრივ, ონლაინ სივრცეში ამ ტიპის მონაცემების შეგროვება ამარტივებს მომხმარებლის რეალური იდენტობის დადგენას (მაგალითად, იმის მეშვეობით, თუ სად იმყოფება მოწყობილობა ღამის ან დასვენების საათებში ან რომელი მისამართია ხშირად გამოყენებული სამუშაო დღეებში); მეორე მხრივ, ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა მომხმარებლების პიროვნული მახასიათებლების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულ მონაცემებზე დაფუძნებული პროფაილინგი ხშირად წარმოადგენს პიროვნების რეალური იდენტიფიცირების რისკს.

  1. "Cookie paywalls"

სახელმძღვანელოს განახლებული ვერსიაში დაკონკრეტდა, თუ რა პირობებში შეიძლება იყოს „მზა ჩანაწერებისთვის“ თანხმობის მიცემა იურიდიული ძალის მქონე, კერძოდ, როდესაც მომხმარებელს აქვს არჩევანი: თანხმობა განაცხადოს „მზა ჩანაწერებზე“ ან მომსახურების საფასურის გადახდის სანაცვლოდ არ დაეთანხმოს მას.

 „მზა ჩანაწერების“ შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციის განახლებული ვერსია შესაბამისობაშია მონაცემთა დაცვის კანონთან, დადგენილებასთან და სხვა სამართლებრივ დებულებებთან, აგრეთვე, ფედერალური სასამართლოსა და საზედამხედველო ორგანოს პრაქტიკასთან.

საზედამხედველო ორგანო, „მზა ჩანაწერების“ გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, გეგმავს არაერთი აქტივობის განხორციელებას.

 

 

 

[1] https://www.edoeb.admin.ch/fr/mise-a-jour-du-guide-sur-les-cookies

მსგავსი #Datanewsroom