2022-05-09
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გილოცავთ ევროპის დღეს!
72 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა ერთიანი ევროპის შესახებ ინტეგრაციის იდეა გაახმოვანა. აღნიშული იდეის დეკლარირებამ ევროპის მომავალი შეცვალა.
წელს, ევროპის დღეს საქართველოსთვის და ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მშვიდობა, თავისუფლება და სტაბილურობა - საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი ცივილიზებული არჩევანია.
ევროკავშირზე წევრობის განაცხადის გაკეთებამ და უკვე გაწევრიანების კითხვარის შევსებამ, რაშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად იყო ჩართული, სრულიად ახალ ისტორიულ ეტაპზე გადაგვიყვანა. ეს მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი უწყებისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციური მოწყობის მქონე სამსახურის მთავარ მიზანს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემების დაცვის კულტურის გაძლიერება, ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და საუკეთესო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაცია წარმოადგენს.
72 years ago, French Foreign Minister, Robert Schuman, voiced the idea of the integration of a united Europe. The declaration of this idea changed the future of Europe.
This year, Europe Day has a special significance for Georgia and our region in general. Peace, freedom, and stability - Georgia's European future is our civilized choice.
Applying for EU membership and completing the Accession Questionnaire, in which the Personal Data Protection Service was actively involved within its competence, has taken us to a whole new historical stage. This is especially important for the whole country, including our authority.
The main goal of our authority as an independent institution is to advance the culture of personal data protection in the country, to bring it closer to European legislation, and to implement international legal instruments and the best, including European practices.