ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-05-20

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე „დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების“ კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი და იურდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ყარაშვილი „დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების“ კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ.
როგორც ოთარ ჩახუნაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩატარდა, ის კვლავ აქტუალურია ახლად შექმნილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის, რადგან მასში წარმოდგენილია საინტერესო მიგნებები და სასარგებლო რეკომენდაციები. 
სიტყვით გამოსვლისას, ოთარ ჩახუნაშვილმა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონის პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი მიღება ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს გაზრდის და წამყვან ევროპულ რეგულაციებს დააახლოებს.
ღონისძება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
ახალი კვლევა ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა გამოაქვეყნეს, რომელშიც შეფასებულია საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური ურთიერთობა დამოუკიდებელ მარეგულირებელ და საზედამხედველო ორგანოებთან.
📸: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მსგავსი სიახლეები