გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2022-06-06
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მონაწილეობას იღებს.
ფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის დედაქალაქი 2-4 ივნისს მასპინძლობს, GLOBSEC-ის პრეზიდენტმა რობერტ ვასმა გახსნა. გახსნის ღონისძიების მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
GLOBSEC-ის 2022 წლის, რიგით მე-17 ფორუმის მთავარი თემა მსოფლიოში უსაფრთხოებისა და ქვეყნების მდგრადობის განმტკიცების გზებზე მსჯელობა, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ევროპული სამეზობლოს გაძლიერებაა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელი - ევროპის ციფრული ეპოქის ფორმირება. აღნიშნული პანელის მომხსენებლები იყვნენ მაიკროსოფტის ევროპული სამთავრობო საკითხების ვიცე-პრეზიდენტი - კასპერ კლინგი, ევროპის პოლიტიკის რეპორტიორი და წამყვანი - ჯენიფერ ბეიკერი და ევროკომისიის ციფრული სტრატეგიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი - მარგარეტ ვესტაგერი.
მომხსენებლებმა მზარდი დიგიტალიზაციის ეპოქაში ხაზი გაუსვეს GDPR -ის როლს, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
GLOBSEC 2022-ი დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...