2022-07-15
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლობით, უწყების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლობით, უწყების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ია ყიფიანი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯონი ჩონიაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების საკითხებს.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციებისა და ტრერნინგების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.