ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-08-30

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი და უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი ,,ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის IRC-ის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი გაბრიელაშვილს შეხვდნენ


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი და უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი ,,ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის IRC-ის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი გაბრიელაშვილს შეხვდნენ.
 შეხვედრის ფარგლებში ლელა ჯანაშვილმა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და გიორგი გაბრიელაშვილს სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგია გააცნო. საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღების აუცილებლობასაც. 
თავის მხრივ, IRC -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი უწყების როლს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ყარაშვილი და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ანა კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები