გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2022-09-12
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები ქვემო ქართლის მხარეში იმყოფებოდნენ.
ლელა ჯანაშვილმა, ქვემო ქართლის რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.
შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, რუსთავის დმანისის, წალკის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე და მათთან არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. აღნიშნული ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო შამუგიამ მიაწოდეს.
შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სხვა რეგიონებში მომავალშიც გააგრძელებს.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...