ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-10-05

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარმომადგენლობის გასახსნელად ბათუმში საოფისე ფართი გადმოეცა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმომადგენლობას რამდენიმე თვეში გახსნის. ქალაქ ბათუმში, (ბაქოს ქუჩა, #48) არსებული ფართი საოფისედ სამსახურს აჭარის მთავრობამ უკვე ოფიციალურად გადმოსცა. უახლოეს მომავალში სარემონტო სამუშაოები დაიწყება და რამდენიმე თვეში წარმომადგენლობა ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას. მოქალაქეებს განცხადებების შემოტანა, ასევე კონსულტაციების მიღება უკვე დასავლეთ საქართველოშიც შეეძლებათ.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმომადგენლობის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ევროკომისის 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას ეხება. რეგიონული გაფართოება კი ამის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები