ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-10-12

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა და უფროსის პირველმა მოადგილემ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია ჩაატარეს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია ჩაატარეს. აღნიშნულ შეხვედრას SANGU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და მისი ინსტიტუციური ცნობადობის გაზრდას. 
ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს სამუშაო გამოცდილების ათ წლიანი პრაქტიკის, სამსახურის მისიის, ფუნქცია-მოვალეობების, ახალი და მიმდინარე პროექტების შესახებ. ვინაიდან, უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში თავს იყრის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალური მონაცემები, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ სისტემაში მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვაზე გამახვილდა.
ინტერაქციული შეხვედრა შეაჯამა SANGU-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები