ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-11-20

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებული 2022 წლის „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“ (“European Case Handling Workshop” (ECHW)) თბილისში დღეს დასრულდა


საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებული 2022 წლის „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“ (“European Case Handling Workshop” (ECHW)) თბილისში დღეს დასრულდა.
შეხვედრას 26 ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 50-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
17-19 ნოემბერს გამართული ფორუმის მეორე სამუშაო დღე შემდეგი აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმო: მონაცემთა დაცვა სოციალურ მედიაში და პირადი მიზნის გამონაკლისები; მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა; პერსონალური მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევა მონაცემთა უსაფრთხოების პერსპექტივიდან.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს 2023 წლის სამუშაო შეხვედრის კონცეფცია გააცნო ECHW-ის შემდეგი მასპინძელი ქვეყნის, კერძოდ, შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელმა. 
ჯამში, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა 16 ქვეყნის 25- ზე მეტმა წარმომადგენელმა. მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანაშემწემ, ნიკოლოზ პოპიაშვილმა მოხსენება წარადგინა საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პერსპექტივიდან ინსპექტირების დაგეგმვის ასპექტებზე. სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ და სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა და სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა - დავით ყარაშვილმა მოდერაცია გაუწიეს ღონისძიების პირველ და მეორე სამუშაო დღეების თემატურ პანელებს. გიბრალტარის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ინფორმაციის უფლებებისა და მოქმედებების დირექტორმა - ბრედლი ტოსომ მოდერაცია გაუწია თემატურ პანელს საკითხზე სოციალურ მედიაში მონაცემთა დაცვა და პირადი მიზნით შეზღუდვა.
სამუშაო ფორმატის გარდა, შეხვედრის მონაწილე პირთათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის გასაცნობად სხვადასხვა სოციალური აქტივობებიც იყო გათვალისწინებული.
„ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრა“ ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმია, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მონაწილეობით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

მსგავსი სიახლეები