ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-11-25

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა საქსტატის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს


საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა  ქეთევან კრაწაშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელმა სალომე ქურასბედიანმა სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 30 თანამშრომელთან ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითად საკითხებს, მათ შორის მონაცემების დამუშავების საფუძვლებს, მონაცემთა მინიმიზაციის, მიზნის და ვადის შეზღუდვის, ასევე მონაცემთა დამუშავების სხვა პრინციპებს. იმის გათვალისწინებით, რომ „საქსტატი“ ერთ-ერთი დიდი მონაცემთა დამმუშავებელი დაწესებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულებაში დაცული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების ზომებზე და შესაბამისი ფიზიკური პირების უფლებებზე. „საქსტატმა“ სამომავლოდ სამსახურთან საკონსულტაციო რეჟიმში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.  

მსგავსი სიახლეები