გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2022-12-12
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.
🥇 I ადგილი ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლემ - გიორგი ივანიძემ,
🥈 II ადგილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლემ - მიშიკო ბერაძემ,
🥉 III ადგილი კი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლემ - ანა გიგლემიანმა დაიკავეს.
გამარჯვებულ მოსწავლეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა უმასპინძლა. მათ სერტიფიკატები, ასევე პრიზები- პლანშეტები და ბრენდირებული ნივთები გადასცა და წარმატებები უსურვა.
ლელა ჯანაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუდმივად ცდილობს რომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლაბლად სხვადასხვა აქტოვობები დაგეგმოს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი სწორედ სკოლა და მოსწავლეები არიან, შესაბამისად, სასიხარულოა რომ ბლოგების კონკურსმა დაინტერესება მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიწვია.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, სამსახურის მოწვეულმა სპეციალურმა ჟიურიმ- მწერალმა დავით გორგილაძემაც.
,,მე, ჩემი პერსონალური მონაცემები და ფართოდ გახელილი თვალები“ - ამ სათაურით მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბლოგების კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გასულ თვეში გამოაცხადა. მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებში პერსოანლურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის. მსგავს აქტივობებს სამსახური მომავალშიც გააგრძელებს.
გამარჯებული მოსწავლეების ნაშრომები შეგიძლით იხილოთ ბმულზე:
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...