ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-12-14

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების სერიას აგრძელებს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად აგრძელებს ტრენინგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად.
ამჯერად ტრენინგები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თბილისის 215-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტრენინგი საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა თენგიზ მამულიამ, ხოლო თბილისის 215-ე საჯარო სკოლაში ამავე დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა ავთანდილ ლეფსვერიძემ ჩაატარეს.   
შეხვედრა შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად საკითხებს, როგორებიცაა, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა სუბიექტის უფლებები. მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო თემებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები