გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-03-02
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შექმნიდან ერთი წლის აღსანიშნავად, 2 მარტს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში, ღონისძიება გამართა.
სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი, პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, მოადგილე გელა გელაშვილი, ასევე სამსახურის სხვა წარმომადგენლები სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართეს.
ლელა ჯანაშვილის განცხადებით, საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთის მხრივ, მოსწავლეთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და მეორე მხრივ თავად მოსწავლეებში მონაცემთა დაცვის კულტურის განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ატარებს.
სამსახურის ექსპერტ - ანალიტიკოსებმა ნინო ცაგარეიშვილმა და გვანცა გაბაიძემ მე-7 - მე-12 კლასის 70- ზე მეტ მოსწავლეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარეს და სამახსოვრო, ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ქვეში შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და საჯარო სკოლაში მოსწავლეები სოფელ ქვემო არცევიდანაც დადიან.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრენინგებსა და ზოგადად არასრულწლოვნებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა აქტივობებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...