2024-07-08
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საჯარო და კერძო ორგანიზაციების მონაცემთა დაცვის ოფიცრებს, ყოველ ხუთშაბათს, სამსახურის ოფისში კონსულტაციების ახალ ფორმატს სთავაზობს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საჯარო და კერძო ორგანიზაციების მონაცემთა დაცვის ოფიცრებს, ყოველ ხუთშაბათს, სამსახურის ოფისში კონსულტაციების ახალ ფორმატს სთავაზობს.
მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია სამსახურის მონაცემთა დაცვის ოფიცერთან გაიარონ. თენგიზ მამულია დაინტერესებულ პირებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ახალ კანონთან, კერძოდ კი ოფიცერთა ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით და მათ საქმიანობისას გასათვალისწინებელ პრაქტიკულ რჩევებს მისცემს.
კონსულტაციები გაიმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფისში. (მისამართი: თბილისი, ვაჩნაძის ქ.#7)
დაჯავშნეთ ვიზიტი მოცემულ ბმულზე: https://outlook.office365.com/.../s/BQFocKL4iUSicEgjtF4N6A2