გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-04-05
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ერთ-ერთ სამინისტროში არაგეგმური შემოწმება ჩაატარა.
შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი 10-ზე მეტი იურიდიულ პირის თანამშრომლების 3000-მდე კომპიუტერზე გააქტიურებული იყო სპეციალური ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც IT მოთხოვნის, სამსახურიდან დროებითი დათხოვნის და საშვის მოთხოვნის გასაგზავნად გამოიყენებოდა, თუმცა ამავდროულად აგროვებდა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების მიერ კომპიუტერების საშუალებით განხორციელებული ქმედებების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას. შეგროვებული მონაცემები მოიცავდა დასაქმებულების მიერ კომპიუტერში გამოყენებული ელექტრონული პროგრამების (მაგალითად: „Opera“, „Google Chrome“, „Pdf“, „Word“, „Exel“) დასახელებას, აღნიშნული პროგრამების გამოყენების პერიოდს, პროგრამებში გახსნილი აქტიური ფანჯრების (ე.წ „Tab“) დასახელებას (რაც გულისხმობდა მაგალითად ვებგვერდის სათაურზე წვდომის და ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მარტივად გაცნობის შესაძლებლობასაც) და სხვა. ასევე, სამინისტროს შემუშავებული ჰქონდა სპეციალური სიტყვები (მაგალითად, „facebook“, „porn“), აღნიშნული სიტყვების ნებისმიერი პროგრამის (მაგალითად, „Google chrome“, „Mozilla Firefox“, „Internet Explorer“ და ა.შ.) აქტიურ ფანჯარაში აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაბამისი საკვანძო სიტყვის გამოყენების პერიოდები ჯამდებოდა. შედეგად, თითოეული თანამშრომლის შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია მის მიერ გამოყენებულ კომპიუტერულ პროგრამებთან, დათვალიერებულ ვებგვერდებთან და ამ გვერდების შინაარსთან დაკავშირებით.
შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული თითოეული თანამშრომლისათვის, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომი იყო მის მიერ ბოლო 60 დღის მანძილზე განხორციელებული აქტივობების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ - თანამშრომლის მიერ ყველაზე ხანგრძლივად გამოყენებული 15 პროგრამის (მაგ.: „Excel“, „Teamviewer“, „Photoshop“, „Powerpoint“ და სხვა) და საკვანძო სიტყვის (მაგ.: „Facebook“, „Eflow“, „eDocument“ და სხვა) ჩამონათვალი, გამოყენების ხანგრძლივობების შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლების მითითებით. ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით შესაბამისი უწყების მასშტაბით შეგროვებული დეტალური ინფორმაცია კი ხელმისაწვდომი იყო სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების (მათ შორის HR დეპარტამენტების) 30-მდე თანამშრომლისთვის.
სამსახურმა გამოარკვია, რომ ზემოაღნიშნულ პროცესში დამუშავებულ მონაცემებს შრომითი საქმიანობის ფარგლებში თანამშრომელთა მონიტორინგის მიზნით იყენებდა ერთ-ერთი დეპარტამენტი (მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი მივლინების დროს აკონტროლებდა თავისი თანამშრომლების აქტივობებს), ასევე, სამინისტროს განმარტებით, პროგრამის საშუალებით მოპოვებული მონაცემები დასაქმებულებისთვის წარმოადგენდა საკუთარი დროის თვითმონიტორინგის (იმის დადგენის, თუ რა დროს უთმობდნენ საქმეს და რა დროს - სხვა საკითხებს) საშუალებას, გარდა ამისა, მისი ფუნქციონირება განპირობებული იყო სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებითაც.
საქმეში დასახელებულ მიზნებთან მონაცემთა დამუშავების პროცესის თავსებადობის შემოწმებისას კი გამოირკვა, რომ პრაქტიკაში სამინისტროს შესაბამისი მენეჯერები შეგროვებულ მონაცემებს არ იყენებდნენ, გარდა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელისა. ასევე, თანამშრომლები არ იყვნენ ან არასათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით მათი, მათ შორის, ხსენებული ინფორმაციის სტატისტიკური სახით ხელმისაწვდომობის თაობაზე. გარდა ამისა, მოპოვებული მონაცემების ნაწილი არ იყო საჭირო სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის.
საკითხის შეფასებისას სამსახურმა იხელმძღვანელა, მათ შორის, დასაქმებულ პირთა მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებებით ((Copland v. UK (No. 62617/00; 03.04.2007); ANTOVIĆ AND MIRKOVIĆ v. MONTENEGRO (No. 70838/13; 28.11.2017) და BĂRBULESCU v. ROMANIA ( No. 61496/08; 05.09.2017)) და დაადგინა, რომ: