გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-05-01
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ლგბტქი+ ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა. შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა და ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასთვის” მენეჯერმა რუსუდან ტუშურმა გახსნეს. სამსახურის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ლელა ჯანაშვილმა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - სოფიო შამუგია და აპარატის უფროსის მოადგილე - მარიამ გაიპარაშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელ კანონმდებლობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრაქტიკას. მიღებული ცოდნა ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს დაეხმარება შემდგომი საქმიანობის პროცესში უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია.
ტრენინგს ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, თბილისი პრაიდი, ქვიარ ასოციაცია - თემიდა და საქართველოს შემეცნებითი ცენტრი CCG, ასევე, აქტივისტები.
ტრენინგი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
საჯარო და კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის სწორედ წარმართვის და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციის და გამოცდილების მუდმივად გაცვლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
📸: Vladimer Valishvili/UNDP
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...