ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა


„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქათამაძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს, დაიდენტიფიცირებულ პრობლემებსა და სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო აქტი და მასთან დაკავშირებული ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება მონაცემების კანონის მოთხოვნათა დაცვით დამუშავების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ინიციატივითა და იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მხარდაჭერით გაიმართა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები