ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-05-15

ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენციის (“Spring Conference”) სამუშაო ჯგუფის (“Steering Group”) ახლადარჩეულ წევრთა კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად განისაზღვრა


ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენციის (“Spring Conference”) სამუშაო ჯგუფის (“Steering Group”) ახლადარჩეულ წევრთა (ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, ისლანდიის, კვიპროსის, ლატვიის, უნგრეთის, შვეიცარიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები)  კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად განისაზღვრა. სამუშაო ჯგუფის მიზნებია:
  • კონფერენციის მასპინძელი მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მხარდაჭერა სტრატეგიული და პრაქტიკული რჩევებით;
  • კონფერენციის წევრთა მიერ მისაღები რეზოლუციების პროექტების მომზადება და მიღებული რეზოლუციების იმპლემენტაციის კოორდინაცია;
  • კონფერენციის წევრობისა და დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების მიზნით წარდგენილი განაცხადების განმხილველი აკრედიტაციის კომიტეტის მხარდაჭერა და კომპლექსურ საკითხებზე კონსულტაციების გაცემა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლამდე სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას გაერთიანებული სამეფოს საზედამხედველო ორგანო (ICO) უწევდა.

მსგავსი სიახლეები