2024-08-07
„მინიმალური სტანდარტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სარეკომენდაციო დოკუმენტი მოამზადა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოამზადა სარეკომენდაციო დოკუმენტი „მინიმალური სტანდარტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის“, რომელიც მკაფიო და სტანდარტიზებულ მიდგომებს აყალიბებს როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტით დაინტერესებული პირებისთვის.
მინიმალური სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და მოწვეული ექსპერტის დახმარებით, აყალიბებს მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის მათი ცოდნის, უნარებისა და პიროვნული მახასიათებლების, აგრეთვე, მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტის მიხედვით. ამასთანავე, დოკუმენტი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრების მომზადებისთვის შემუშავებული ტრენინგების შესაბამისობისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
რეკომენდაციები შემუშავებულია ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ გათვალისწინებით და შეესაბამება ხარისხისა და პროფესიონალიზმის ევროპულ სტანდარტებს. შემუშავებული დოკუმენტი დაეხმარებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს ეფექტიანად უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა.
იხ. დოკუმენტის სრული ვერსია
https://pdps.ge/files/content/Geo_2024_მინიმალური%20სტანდარტი_1723032502.pdf?fbclid=IwY2xjawEgRV5leHRuA2FlbQIxMAABHeNfDGg3KB9mR6i6uV0TWApegtiUF6pDLXpKCf7MOdrWQLOu9HJvc8SAMg_aem_C3Kzom-VF_sK7rPhVnKX0A
ENG
https://pdps.ge/files/content/ENG_Minimum%20Standards%20for%20DPO%20Training%20202405..__en_1723032502.pdf