ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-09-18

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს კეთილსინდისიერების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის კეთილსინდისიერების თემაზე, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი საერთაშორისო და ეროვნულმა ექსპერტებმა ერთობლივად გამართეს. ევროკავშირის პროექტის ,,საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ უფროსმა ექსპერტმა ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების საკითხებში ჰენდრიკუს ვან ბოქსმეერმა კეთილსინდისირების კონცეფციაზე ისაუბრა. ასევე, ამავე პროექტის ტრენერმა ნინო ცუხიშვილმა ყურადღება გაამახვილა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ დილემებზე, მართვის ინსტრუმენტებსა და პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე. 
ტრენინგი დისკუსიებსა და ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავდა და მას სამსახურის 20 თანამშრომელი ესწრებოდა.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ,,საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დახმარებით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები