2023-10-06
სამსახურმა საინფორმაციო პლაკატები თბილისის შემდეგ კიდევ 4 ქალაქში განათავსა
🚌პერსონალ
ურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის, გორის, რუსთავისა და თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტში საინფორმაციო პლაკატები განათავსა.
❓რა არის პერსონალური მონაცემები, რა რისკებს შეიცავს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, რა შემთხვევაში ირღვევა თქვენი უფლებები და როგორ უნდა დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს? - ამ კითხვებზე პასუხს აღნიშნულ საინფორმაციო პლაკატებზე იხილავთ.
🇪🇺🇬🇪პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.
🛡️პერსონალურ მონაცემ
თა დაცვის სამსახური აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდის აღნიშნული ქალაქების ადგილობრივ თვითმართველობებს.
⚡სამომავლოდ მსგავსი ტიპის საინფორმაციო პოსტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც განთავსდება.