ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-10-27

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარის რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა


 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, მნიშვნელოვანი სიახლეები და იმპლემენტაციის საკითხები, ბალანსი პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარის რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესთან - ოთარ ჩახუნაშვილთან ერთად გახსნა. 
სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სამსახურის როლს და მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
ასევე, ისაუბრა მიღწეულ პროგრესსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის განსაკუთრებულ როლზე.
კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - არჩილ ჯაველიძემ და სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ პოპიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან საკითხებზე და სიახლეებზე პრეზენტაცია ჩაუტარეს.
ტრენინგს ტელე-რადიო, ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ქ. ბათუმში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალ ოფისში (ბაქოს ქ. #48 ) გაიმართა.

მსგავსი სიახლეები