პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების წამყვანი პლატფორმის - Tik-Tok -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. Tik-Tok-ის აღმოსავლეთ ევროპის საჯარო პოლიტიკისა და კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა სერგეი სოკოლოვმა , ასევე საჯარო პოლიტიკის უფროსმა მენეჯერმა დიმიტრი პილევმა, შეხვედრაზე, Tik-Tok-ის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა და მონაცემთა დამუშავების სფეროში სოციალური პლატფორმის პრაქტიკა წარმოადგინეს. ასევე, განიხილეს ის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომელიც მათი თქმით, მონაცემთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.