გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-12-20
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის, ევროპის საბჭოს პროექტის - „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: “მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას“ („Privacy by design and by default”).
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და ევროპის საბჭოს პროექტის წარმომადგენელმა, თამარ კობახიძემ გახსნეს.
სამუშაო სემინარს ევროპის საბჭოს მოწვეული ექსპერტი, ნანა ბოჭორიშვილი გაუძღვა, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა მონაცემთა დაცვის მნიშვნელოვან ასპექტებზე, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე გაცვალეს მოსაზრებები. დამსწრეთა მხრიდან, კითხვა-პასუხის ფორმატში, გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება, რასაც ახალი კანონის ირგვლივ თემატური მსჯელობისა და პრაქტიკის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...