2025-01-28
სამსახურის ოფისში ახალი სივრცე გაიხსნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სამსახურის ოფისში ახალი სივრცე გაიხსნა. სრულად აღდგა და გარემონტდა შენობის ისტორიული სართული, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თბილისელმა არქიტექტორმა ალექსანდრე ოზეროვმა დააპროექტა.
შენობაში მოეწყო სივრცეები შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის, რაც უწყებას შესაძლებლობას მისცემს, უფრო მასშტაბურად დაგეგმოს საგანმანათლებო პროექტები. მათ შორის შეხვედრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და საკითხით დაინტერსებულ სხვა პირებთან.
სამსახურმა უკვე დააანონსა შეხვედრების ციკლი სახელწოდებით ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილები“, რომლის ფარგლებშიც წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ, სამსახური სკოლის მოსწავლეებს ახალ ოფისში, ყოველკვირეულად უმასპინძლებს.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად აგრძელებს კონსულტაციებს სხვადასხვა ფორმატში.