ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2025-01-29

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 2025 წლის 28 იანვარს, ბრიუსელში, ბელგიაში ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა (CoE) და ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის (EDPS) მიერ, იგი მიზნად ისახავს შეკრიბოს მონაცემთა დაცვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, სფეროს თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობათა განსახილველად.

კონფერენციის მიზანია შექმნას პლატფორმა მონაცემთა დაცვის თანამედროვე და სამომავლო გამოწვევების განხილვისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის და  მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა წარმომადგენლები.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კონფერენციაზე წარმოადგენენ: ნიკოლოზ პოპიაშვილი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი), ლიკა კობალაძე (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი) და ბექა მელაძე (კერძო სექტორის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი).

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა თანხვედრაშია სამსახურის მიზნებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეროვნული მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სფეროს წამყვან საერთაშორისო ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობითა და საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობის გზით განაგრძობს მონაცემთა სუბიექტების კონფიდენციალურობის უფლებების დაცვასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები