date

2025-02-05

„ციფრული მრჩეველი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარმოგიდგენთ  „ციფრული მრჩეველს“, რომლის მიზანია ორგანიზაციებისთვის მორგებული, კონკრეტულ საჭიროებებზე ადაპტირებული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება. მრჩეველი ორგანიზაციებს დაეხმარება მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებაში.


ორგანიზაციის მიერ მითითებული ინფორმაციისა და კითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე, საბოლოო შედეგის სახით ,,ციფრული მრჩეველი“  შეიმუშავებს სახელმძღვანელო რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან  შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონშესაბამისად წარმართვაში.


როგორ მუშაობს  „ციფრული მრჩეველი“?
1.    კითხვარის შევსება: მომხმარებელი ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესახებ.
2.    მონაცემების ანალიზი: ,,ციფრული მრჩეველი“ მონაცემთა შესაბამისი კატეგორიზაციისა და დამუშავების მოცულობის საფუძველზე, შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს გამოკითხვის შედეგებს პერსონალიზებული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით.
3.    სახელმძღვანელო რეკომენდაცია:  სისტემა ავტომატურად შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხების კანონშესაბამისობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

შეავსეთ კითხვარი მოცემულ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები