არასრულწლოვანთათვის შემეცნებით-გასართობი ჟურნალი გამოქვეყნდა
გიზიარებთ ახალ შემეცნებით-გასართობ ჟურნალს არასრულწლოვანთათვის! ეს ჟურნალი ბავშვებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას აცნობს მარტივი, ინტ...
2025-02-05
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარმოგიდგენთ „ციფრული მრჩეველს“, რომლის მიზანია ორგანიზაციებისთვის მორგებული, კონკრეტულ საჭიროებებზე ადაპტირებული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება. მრჩეველი ორგანიზაციებს დაეხმარება მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებაში.
ორგანიზაციის მიერ მითითებული ინფორმაციისა და კითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე, საბოლოო შედეგის სახით ,,ციფრული მრჩეველი“ შეიმუშავებს სახელმძღვანელო რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონშესაბამისად წარმართვაში.
როგორ მუშაობს „ციფრული მრჩეველი“?
1. კითხვარის შევსება: მომხმარებელი ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესახებ.
2. მონაცემების ანალიზი: ,,ციფრული მრჩეველი“ მონაცემთა შესაბამისი კატეგორიზაციისა და დამუშავების მოცულობის საფუძველზე, შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს გამოკითხვის შედეგებს პერსონალიზებული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით.
3. სახელმძღვანელო რეკომენდაცია: სისტემა ავტომატურად შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხების კანონშესაბამისობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
შეავსეთ კითხვარი მოცემულ ბმულზე.
გიზიარებთ ახალ შემეცნებით-გასართობ ჟურნალს არასრულწლოვანთათვის! ეს ჟურნალი ბავშვებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას აცნობს მარტივი, ინტ...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...