2025-02-14
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა.
შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონისა და კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონებისა და ნორმატიულ თუ კანონქვემდებარე აქტებთან შეჯერების საჭიროებები. ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული სიახლეები და ის გამოწვევები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოთა ძირითადი საქმიანობისა და ფუნქცია - მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა.
მათ შორის: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების წინაპირობები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციალური წესები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პერსონალური მონაცემების დამუშავების თავისებურებები სამართალდამცავ ორგანოებში და სხვა.
ტრენინგის ფარგლებში, სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა ტანიაშვილმა და იურისტმა - თამარ რევაზაშვილმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს აუდიტორისსთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.
ტრენინგს - თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტორს საგამოძიებო სამსახურის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს სამსახურის სართაშორისო აქტივობის უმნიშვნელოვანესი სიახლეები, ასევე კონსულტაციების ფორმატი გააცნო და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.