გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-02-18
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სკოლის მოსწავლეებთან ,კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი, რომელშიც მონაწილებას თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებენ, 4 თებერვალს დაიწყო და ამ დროისთვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა 100-ზე მეტ მოსწავლესთან გამართეს.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე აფასებენ რისკებს, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოყვეს. სწავლობენ ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს.
შეგახსენებთ, რომ VI-XII კლასების მოსწავლეებთან შეხვედრების ჩანიშვნა ხდება წინასწარი რეგისტრაციით.
შეხვედრის დასაჯავშნად სკოლის წარმომადგენლებმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე office@pdps.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები:
შეხვედრის ჩანიშვნა ხდება სრული ჯგუფისთვის, სკოლის ადმინისტრაციის ან მასწავლებლის მიერ.
პროექტის მიზანია არასრულწლოვნებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების გაცნობა და ცნობიერების ამაღლება.