გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-01-30
არასრუწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა- თეორია და პრაქტიკა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი ნაშრომი გამოაქვეყნა.
თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო. არასრულწლოვნები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ციფრულ სივრცეს, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ არ ითვალისწინებს ციფრულ გარემოში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის პროცედურებს. აქედან გამომდინარე, შესაბამისი გარანტიების შექმნისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება.
ნაშრომის მიზანია ციფრულ გარემოში, და არამხოლოდ, არასრულწლოვანთა უფლებებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და ეროვნულ კანონმდებლობასთან მისადაგება.
მასში ყურადღება გამახვილებულია მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებზე, ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებზე, „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ ცნებასთან დაკავშირებულ ცალკეულ მახასიათებლებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუდმივად ცდილობს ბავშვის უფლებათა დაცვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და ეფექტიანი სტანდარტების დამკვიდრებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში.
იხილეთ დოკუმენტი სრულად
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...