2025-02-24
სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კობალაძემ დეტალურად განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული სიახლეები.
სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას უწყების მანდატი და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მექანიზმი გააცნეს.
დისკუსია გაიმართა მომხმარებელთა უფლებებისა და მონაცემთა სუბიექტების უფლებრივი დაცვის ჩარჩოზე.