გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-01-31
გიზიარებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის N2 გამოცემას.
ჟურნალი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
ჟურნალი მთავარი რედაქტორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის წერილით იხსნება, სადაც ის ახალი კანონის ძირითად ცვლილებებს მიმოიხილავს. გამოცემაში, სხვა აკადემიურ ნაშრომებთან ერთად, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის გენერალური მდივნის - ლეონარდო სერვერა ნავასის მისასალმებელი წერილია დაბეჭდილი.
სამეცნიერო ჟურნალის მიზანია, მონაცემთა დაცვის საკითხების სამართლებრივი ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა. ასევე, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარება მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ, მატერიალური და ელექტრონული ფორმით, ორი დამოუკიდებელი - ქართული და ინგლისურენოვანი გამოცემების სახით.
უახლოეს მომავალში ჟურნალის N3 გამოცემისთვის ნაშრომების მიღება გამოცხადდება.
იხილეთ სამეცნიერო ჟურნალის N2 გამოცემა >>> პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი N2
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...