2025-02-27
სამსახურმა საქპატენტის" წარმომადგნელებთან შეხვედრა გაიმართა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეებთან დაკავშირებით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" წარმომადგნელებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა თენგიზ მამულიამ და სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა იურისტმა ანა შენგელიამ „საქპატენტის“ წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს შემდეგ საკითხებზე: კანონის მოქმედების ფარგლები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, ინციდენტის შეტყობინება, აუდიო და ვიდეო მონიტორინგის განხორციელების წესი, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და მისი მნიშვნელობა, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და განხილვის წესი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.