2025-03-26
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების ფორმატი ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ გრძელდება
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების ფორმატი ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ გრძელდება.
პროექტი, რომელშიც მონაწილებას საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებენ, 4 თებერვალს დაიწყო და ამ დროისთვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა 270-ამდე მოსწავლესთან გამართეს.
გაკვეთილები მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმის ოფისში.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და მათი უფლებების შესახებ. ეცნობიან, მონაცემთა უკანონოდ დამუშავების რისკებს, ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს, მონაცემთა დაცვის კულტურის მნიშვნელობასა და სამსახურის როლს ამ პროცესში.
პროექტი არასრულწლოვნებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების გაცნობასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
გაკვეთილის დასაგეგმად ინფორმაციის ნახვას მოცემულ ბმულზე შეძლებთ
https://www.facebook.com/PDPSGeorgiaOfficial/posts/pfbid0uHCx6WUHpCBfHaUj9FCVZ562XSuKuvkw91MSyNa2LWfE8bC3xWpoa8rymNFunhjFl