გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-04-10
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა ქ.რუსთავში გაიმართა.
სამსახურის წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობების (რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის, წალკის, დმანისისა და თეთრი წყაროს მერიების) წარმომადგენლებს და ქვემო ქართლის მხარეი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდნენ.
სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კობალაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შავლეგ თოდუამ დამსწრე პირებს კანონით გათვალისწინებული ცვლილებები დეტალურად გააცნეს. მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წარუდგინეს რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებებისთვის ახალ კანონთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემის/ განახლების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა. სიახლეების გაცნობის მიზნით სამსახური საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისთვის, ასევე მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის, სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ტრენინგებს აგრძელებს.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბავშვები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს (მაგალითად, Facebook-ს, Instagr...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...