2025-04-08
სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ტრენინგის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი ასპექტების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორამ პასუხები მიიღო მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე.
ტრენინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპებისა და შ.პ.ს. -ების დირექტორები, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები ესწრებოდნენ.