2024-04-24
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს ,,განათლების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტრატეგიის დოკუმენტი“ გააცნეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს ,,განათლების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტრატეგიის დოკუმენტი“ გააცნეს.
სტრატეგიის დოკუმენტი მთელ რიგ აქტივობებს მოიცავს, რომლის განხორციელებასაც სამსახური განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გეგმავს. მათ შორისაა: რეკომენდაციებისა და ტრენინგ მოდულების შეთავაზება უმაღლესი, პროფესიული, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, ,,პერსონალური მონაცემების დაცვის’’, როგორც სასწავლო კურსების სწავლების შეთავაზება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების ასახვა და სხვა.
სტრატეგიულ დოკუმენტით გათვალისწინებული აქტივობები ხელს შეუწყობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონის ეფექტურ იმპლემენტაციას განათლების სექტორში.
სამსახურს, უფროსის აპარატის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ პოპიაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ლიკა კობალაძე, გეგმიური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - სოფიო შამუგია, სამსახურის ექსპერტები განათლების საკითხებში - თამარ აბაზაძე და ნანა ჭიღლაძე წარმოადგენდნენ. სტრატეგიის დოკუმენტის გარდა სამსახურის თანამშრომლებმა დამსწრე აუდიტორიას კანონით გათვალისწინებული სიახლეები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამართლებრივი აქტების ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. ჯგუფი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.