გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-07-21
2025 წლის 21 ივლისს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის ფარგლებში გაიმართა ონლაინ ღონისძიება, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში რეგიონულ დონეზე გახორციელებულ აქტივობებსა და დაგეგმილ ინიციატივებს დაეთმო.
ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარადგინეს სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ პოპიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების — მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის — შესაბამისი საზედამხედველო უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განხილულ იქნა მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს სადამკვირვებლო სტატუსის მოპოვების, აგრეთვე, პროექტის ბენეფიციარი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა უახლესი საერთაშორისო აქტივობები და დარგობრივ სფეროში სხვა აქტუალური საკითხები. მოწვეულმა სტუმარმა - ოლივიერ მატერმა, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის საერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელმა, განიხილა მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს სადამკვირვებლო სტატუსის მოპოვებისთვის საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული შინაარსობრივი და ტექნიკური წინაპირობები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე პირებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებისა და მის პლენარულ სხდომებზე მონაწილეობის მიმართულებით. აღინიშნა საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და სტანდარტის განმსაზღვრელი დოკუმენტების სამსახურის საქმიანობაში ინტეგრაციის გამოცდილება.
ასევე, სამსახურის თანამშრომლებმა დამსწრე პირებს გაუზიარეს ინფორმაცია სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებსა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების სტრატეგიის განსახორციელებლად, წლიური ბიუჯეტის დაგეგმვის მეთოდოლოგიაზე. გარდა ამისა, მათ განიხილეს სამსახურის მასპინძლობითა და ორგანიზებით ჩატარებული ორი საერთაშორისო ღონისძიება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საგაზაფხულო კონფერენცია და ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
ონლაინ შეხვედრა ასევე ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმში დიალოგს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე პირებს მიეცათ სხვადასხვა თემატურ საკითხებზე დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობა. სამსახურის თანამშრომლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ციფრული მმართველობის მიმართულებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხების ფართო ფორმატში განხილვის აუცილებლობა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს აგრეთვე წარედგინათ განახლებული ინფორმაცია GIZ EaP PAR პროექტისა და OECD SIGMA-ს მხრიდან დაგეგმილი აქტივობების შესახებ, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის აკადემიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრაზე.