გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-04-30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საჯარო სექტორისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისთვის მონაცემთა დაცვის ოფიცრების 4 დღიანი ტრენინგ-კურსი დაიწყო.
20 საათიანი სალექციო კურსი, რომელსაც 75 მონაწილე ესწრება ორ ნაკადად მიმდინარეობს და უშუალოდ საჯარო სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ორიენტირებულ საკითხებს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაში 1 ივნისიდან შედის.