ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-09

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გილოცავთ ევროპის დღეს!


 

ევროინტეგრაციის გზაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ საზედამხედველო ორგანოთა ღირებულებებისა და პრინციპების თანამოზიარე, განაგრძობს საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გამყარებას, მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვასა და საკუთარი წვლილის შეტანას თანამედროვე ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად.

ევროინტეგრაციის პროცესში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთან“ ჰარმონიზაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების საზოგადეობაში განმტკიცების, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისათვის.

პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური წევრია და განაგრძობს როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებთან - „მონაცემთა დაცვის ევროპულ საბჭოსთან“ (EDPB), „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველთან“ (EDPS), ისევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

მსგავსი სიახლეები