გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-05-20
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა 2025 წლის 12-16 მაისს, ქ. სტრასბურგში, პლატფორმა – EuroDIG –სა და ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) რიგით მე-13 პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
EuroDIG (European dialogue on Internet Govenance) წარმოადგენს ევროპის საბჭოს, ევროპული კომისიის, იუნესკოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ ღია პლატფორმას, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობას საჯარო მმართველობის სფეროს მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტებისა და პრინციპების შესახებ საუკეთესო პრაქტიკის მხარდაჭერას და ალტერნატიული მიდგომების შესახებ მოსაზრებების ურთიერთგაზიარებას.
EuroDIG-ის ფარგლებში განხილული იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ნეირომონაცემები.
ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) რიგით მე-13 პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის სისტემების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (HUDERIA) და შესაბამისი მეთოდოლოგია (COBRA). განხილვის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა კომიტეტში (CAI) 2022 წლიდან არის გაწევრიანებული და კომიტეტის პლენარულ სხდომებზე გამართულ მსჯელობაში წარადგენს ექსპერტულ მოსაზრებასა და შესაბამის რეკომენდაციებს.