ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-31

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა.

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ჩამოყალიბების, საქმიანობის წესი და მიმართულებები, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეებისა და სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.

ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლილი ტანიაშვილმა ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები