date

2025-06-27

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა თენგიზ მამულიამ სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია მონაცემთა დაცვის ძირითადი წესების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის და მათი უფლებების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები