გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-06-26
საგანმანათლებლო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახური საინფორმაციო - შემეცნებითი ლექციების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, შეხვედრები თბილისის N200 N202, N203 და N193 საჯარო სკოლის თანამშრომლებთან გაიმართა. ხაზგასასმელია , რომ აღნიშნულ სკოლებში განათლებას იღებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.
შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებაზე, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებით დაკომპლექტებულ დაწესებულებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
დამსწრე საზოგადოებას განემარტა, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების ცალკეული საფუძვლები ,, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სპეციალური ნორმით არის განსაზღვრული, რომელიც აყალიბებს კანონიერი დამუშავების წინაპირობებს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025 წლის 6-9 მაისს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ კონფერენციას (Eu...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...