ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-03

კერძო სექტორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის აჭარაში ტრენინგი ჩატარდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარაში, კერძო სექტორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

საინფორმაციო-პრაქტიკული შეხვედრის ფარგლებში სამსახურის მონაცემთა დაცვის ოფიცერმა თენგიზ მამულიამ, ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები განიხილა, ხაზი გაუსვა მონაცემთა დაცვის ოფიცრების როლს, ისაუბრა მათ ფუნქციებსა და ვალდებულებებზე და დამსწრე საზოგადოებას საქმიანობისას გასათვალისწინებელი პრაქტიკული რჩევები მისცა.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების შესახებ ცვლილება ძალაში 1 ივნისს შევიდა, რამაც საჯარო და გარკვეულ კერძო ორგანიზაციებს ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულება დაუწესა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს სამსახური თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები